UA/GE
Міністерство закордонних справ України висловлює рішучий протест щодо негуманного поводження із громадянином України Міхеілом Саакашвілі, який утримується за ґратами в Грузії.
У найгірших традиціях НКВС СРСР грузинська влада застосовує до Міхеіла Саакашвілі психологічне та фізичне насильство, відмовляє йому в терміново необхідній медичній допомозі, свідомо створюючи безпосередню загрозу його життю.
Грубе порушення прав людини щодо українського громадянина йде в розріз із
задекларованим курсом Тбілісі на здобуття членства в ЄС, свідчить про згортання демократії в Грузії.
Закликаємо грузинську владу негайно припинити знущатися над Міхеілом Саакашвілі та передати його Україні. Не грайтеся із життям людини заради політичної помсти.
Звертаємося також до іноземних урядів та міжнародних організацій стати публічно на захист українського громадянина, колишнього президента Грузії, життя якого опинилося під загрозою через політичні репресії з боку грузинської влади.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საფრთხის შესახებ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კატეგორიულ პროტესტს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით.
სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყველაზე უარეს ტრადიციებში საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყენებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას , უარს ეუბნება მას სასწრაფოდ საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს.
უკრაინის მოქალაქის მიმართებაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიისგან გადახვევაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას. ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.
ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო.