საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა.
კახა კუჭავამ, კიევში, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
კახა კუჭავა ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მასპინძლობით გაიმართა და რომელშიც უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, მეგობარი ქვეყნების დელეგაციებმა მიიღეს მონაწილეობა.