ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გენერალური შტაბის უფროსმა-უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გამოსცა ბრძანება უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთების და ერთეულების საბრძოლო მზადყოფნაში "სრული" მოყვანის შესახებ. უკრაინის უშიშროების სამსახურის პირადი შემადგენლობა ასევე მოყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში კონტრდაზვერვითი ზომების გაძლიერების მიზნით უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების სხვა პროვოკაციებისა და ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციისა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურების ქვედანაყოფები გადაყვანილია მოვალეობის შესრულების გაძლიერებულ ვერსიაზე.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის უშიშროების სამსახურთან ერთად განახორციელა რეგისტრაცია და ატარებს გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებებს რუსეთის ფედერაციის მიერ აგრესიული ომის ჩატარების აქტთან დაკავშირებით (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 437 მუხლი). რუსეთის გემების მიერ უკრაინული ბუქსირის ტარანს და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების კატარღების ხელში ჩაგდებას გააჩნია აგრესიის აქტის ნიშნები ინ განმარტების შესაბამისად, რომელიც მოყვანილია გაეროს გენერალური ასამბლეის № 2214 (ХХІХ) რეზოლუციის მე-3 მუხლის d) პუნქტში, რომლით გათვალისწინებულია, რომ აგრესიის აქტი - ეს , კერძოდ, სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ თავდასხმა სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ძალებზე, ან საზღვაო და საჰაერო ფლოტზე.
უკრაინის პრეზიდენტი პირდაპირ კავშირზეა ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელობასთან. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი შვიდეულის სახელმწიფოებსა და ევროკავშირსა და ნატოში პარტნიორებს დაუყოვნებლივ აცნობა რუსეთის აგრესიის აქტებსა და აზოვის ზღვაში არსებული ვითარების შესახებ და მიმართა ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის, რომელიც გაიმართება 26.11.2018 წელს, 11:00 საათზე (ან 20:00 საათზე კიევის და 22:00 საათზე თბილსის დროით) და ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პ. კლიმკინის განცხადებით, ის რაც ხდება ახლა , არის პროვოკაციისა და აგრესიის სრულიად ახალ დონე.
გამოჩნდა პირველი შეტყობინებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტების დაგმობის თაობაზე, მათ შორის ევროკავშირის, ნატოს, ლიტვის, ესტონეთის, პოლონეთის, რუმინეთის, აშშ-ს კონგრესმენების, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებისა და სხვების მხრიდან.
უკრაინის საელჩო ელის საქართველოს მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტების მკაცრ დაგმობას.