Ukrainian food manufacturers will visit Georgia with a first sectoral trade mission
September 15 2019, the First Ukrainian sectoral trade mission, represented by 23 Ukrainian manufacturers of Baked Goods, Confectionery, Tea and Coffee, Processed Meat, Dairy, Fruit and Nuts and headed by the Acting Minister of Agrarian Policy and Food of Ukraine Ms. Olga Trofimtseva will arrive to Tbilisi.
The Trade Mission of Ukrainian manufacturers, which is jointly organized by the European Bank of Reconstruction and Development (EBRD) and the Export Promotion Office of Ukraine, and jointly funded by the EU under its EU4Business Initiative and the Government of Ukraine, will enable the Ukrainian and Georgian companies to establish direct business contacts, find potential partners, and introduce the Georgian business to the export potential of Ukraine.
The program of the Trade Mission, which will take place on September 15–18, will include the B2B meetings with representatives of Georgian business circles, retailers and distributors, visits to the Georgian companies and retail networks to share experience and a Georgia-Ukraine Business Forum.
Georgian companies interested in meeting with Ukrainian manufacturers to discover the broad Ukrainian food product range and find potential suppliers and to have fist hand information about food processing industry in Ukraine are invited to visit Georgian – Ukrainian Business Forum that will take place on Tuesday, 17th of September in Tbilisi, Georgia. This event represents an invaluable opportunity for development of bilateral trade and economic cooperation between two countries.
For more details, please follow the link: https://preview.mailerlite.com/y6d0w2
უკრაინელი სურსათის მწარმოებლები პირველი სექტორული სავაჭრო მისიის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან
2019 წლის 15 სექტემბერს, უკრაინის პირველი სექტორული სავაჭრო მისია - რომელშიც გაერთიანებული იქნებიან კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: საკონდიტრო/საცხობი ინდუსტრია, რძის ნაწარმის გადამუშავება, ჩაი და ყავა, ხორცპროდუქტების გადამუშავება, ხილისა და თხილეული პროდუქციის ინდუსტრია - უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ოლგა ტროფიმცევას ხელმძღვანელობით ეწვევიან საქართველოს.
უკრაინელი მწარმოებლების სავაჭრო მისია, რომელიც ორგანიზებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის მიერ, ხოლო დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივისა და უკრაინის მთავრობის მიერ, მისცემს საშუალებას უკრაინულ და ქართულ კომპანიებს დაამყარონ პირდაპირი ბიზნეს ურთიერთობები, იპოვონ პოტენციური პარტნიორები და ქართული ბიზნეს სექტორი გაეცნოს უკრაინის საექსპორტო პოტენციალს.
სავაჭრო მისიის პროგრამა, რომელიც გაიმართება 15-18 სექტემბერს მოიცავს: B2B შეხვედრებს ქართულ სადისტრიბუციო, იმპორტიორ კომპანიებთან, საცალო ქსელებთან, ვიზიტს ქართულ კომპანიებში და ქართულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმს.
ქართული კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან გამართონ შეხვედრები უკრაინელ მწარმოებლებთან, აღმოაჩინონ უკრაინული პროდუქციის ნაირსახეობა და მიიღონ ინფორმაცია უკრაინის სურსათის წარმოების სექტორის შესახებ მოწვეული არიან ქართულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 17 სექტემბერს, თბილისში (საქართველო). ღონისძიება წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას განვითარდეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის.
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://preview.mailerlite.com/y6d0w2