20 თებერვალს, ოლეგ სენცოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდა პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორს გ. ზაქარაშვილს, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორს შ. ცისკარაშვილს და ევროპის დეპარტამენტის დირექტორს ნ. ბარათაშვილს. ოლეგ სენცოვმა გაუზიარა თავისი ხედვა უკრაინაში პოლიტიკური ვითარების შესახებ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაციის საკითხებში ერთობლივი მიდგომების შემუშავების მნიშვნელობას, ორივე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების უზრუნველყოფას, აგრეთვე საერთაშორისო ძალისხმევების შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობას აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლის გასაგრძელებლად უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დასრულების და უკანონოდ დაპატიმრებული უკრაინელების და მათი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით.