• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
საკონსულო მიღებაზე წინასწარი ჩაწერა - ელექტრონული რიგი
03 ნოემბერი 2020 14:35

პატივცემულო მოქალაქეებო!

მომსახურების ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით, უკრაინის საელჩოს საკონსულო განყოფილებამ მოქალაქეების საკონსულო მიღებისთვის დანერგა ავტომატიზირებული რეგისტრაციის სისტემა ბმულზე: https://online.mfa.gov.ua/

ყურადღება! როგორც წესისისტემის მიერ მიღებაზე ჩაწერის შესახებ შეტყობინების მიწოდება ვერ ხერხდება ორი მიზეზითროცა განმცხადებლის საფოსტო ყუთი სავსეა ან მოხდა შეცდომა ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების დროს.

ყურადღება! რეგისტრაციისას უნდა მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის მისამართი საერთაშორისო ან უკრაინის ცნობილ საფოსტო სერვერებზე. უკრაინის მთავრობის საფოსტო სერვერები, რომლებიც მოიცავს საქართველოში უკრაინის საელჩოს ელექტრონულ ფოსტას, არ იღებენ და არ გზავნიან ელექტრონულ წერილებს რუსეთის ელექტრონული ფოსტის სერვისებზე .ru დომენზე და მათში ჩართულ: Yandex-ზე, Mail-ზე, Rambler-ზე, List-ზე და ..

საკონსულო განყოფილებაში მოსვლისასგთხოვთგაითვალისწინოთ შემდეგი პირობები:

- საკონსულო დაწესებულების შენობაში დაიშვებიან  პირები, რომლებსაც არ აქვთ დაავადების ნიშნები და მხოლოდ სამედიცინო ნიღბებში;

- სანიტარული და ანტიეპიდემიური წესების დაცვის აუცილებლობის გამო, ვიზიტორები საკონსულო განყოფილებაში დაიშვებიან სათითაოდ (გარდა ოჯახის წევრებისა, თუ მათი ყოფნა აუცილებელია საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის);

- მიღებაზე უნდა მიხვიდეთ მხოლოდ თქვენთვის დანიშნულ დროს.

როგორ ხდება  ონლაინ ჩაწერა მიღებაზე:

მიუთითეთ იმ პირის პირადი მონაცემები, ვინც მიიღებს საკონსულო მომსახურებას. ბავშვებისთვის  საკონსულო მოქმედების გაფორმების შემთხვევაში უნდა მიუთითოთ ერთ-ერთი მშობლის / კანონიერი წარმომადგენლის მონაცემები.

თუ აპირებთ საელჩოსთვის ჯგუფურად (ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან ერთად) განცხადებით მიმართვას, უნდა შექმნათ რეგისტრაცია თითოეული ადამიანისთვის ცალ-ცალკე. • მიღებაზე რეგისტრაციის პრინციპი: 1 მომსახურება = 1 ჩანაწერი = 1 ადამიანი (გარდა იმ მომსახურების მიღების შემთხვევებისა, რომლებიც მოიცავს ბავშვთან ერთად საკონსულო მოქმედების რეგისტრაციას). • თანმხლები პირები, რომლებიც არ იღებენ საკონსულო მომსახურებას, უნდა დაელოდონ გარეთ (გარდა სპეციალური საჭიროების მქონე პირების, არასრულწლოვანი ბავშვების თანმხლებისა ).

თუ თქვენ აპირებთ რამდენიმე საკონსულო მომსახურების გაფორმებას, უნდა დარეგისტრირდეთ თითოეულ მომსახურებაზე. თუ საკონსულო მომსახურების ჩამონათვალში არ არის საკითხი, რომელზეც თქვენ აპირებთ დაწესებულებაში მიმართვას,  გთხოვთ დარეკოთ + 995-32-23-114-54 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე).

დაუშვებელია ერთი და იმავე პირის რეგისტრაცია ერთი და იგივე  საკითხზე სხვადასხვა თარიღში. ადმინისტრატორის მიერ წაიშლება ყველა დუბლირებული ჩანაწერი.

საკონსულო განყოფილება იტოვებს უფლებას გააუქმოს / გადადოს რეგისტრაცია სხვა დროზე,  რეგისტრაციის დროს  დატოვებულ რეკვიზიტებზე განმცხადებელს შეტყობინების გზით.

თუ განმცხადებელს შეექმნა გაუთვალისწინებელი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის მისვლას მიღებაზე, მან რაც შეიძლება მალე დამოუკიდებლად უნდა გააუქმოს ჩანაწერი.


მიღებაზე ონლაინ რეგისტრაციისთვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

გადადით ბმულზე: https://online.mfa.gov.ua/

ქვეყნების სიიდან აირჩიეთ "საქართველო";

სიიდან აირჩიეთ საკონსულო დაწესებულება «უკრაინის საელჩო საქართველოში»;

აირჩიეთ საკონსულო მოქმედებების კატეგორია და უშუალოდ საკონსულო მოქმედება, რომლისთვისაც აპირებთ მიღებაზე რეგისტრაციას;

აირჩიეთ საელჩოში ვიზიტის თარიღი და დრო; შემდეგ ჩანართში შეავსეთ გვარი, სახელი, მამის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;

შეამოწმეთ და დაადასტურეთ სისტემაში შესული მონაცემების სისწორე.


წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე   ეგზავნება წერილი, რომელიც ადასტურებს მიღებაზე ჩაწერას     და შეიცავს ინსტრუქციებს შესაბამისი საკონსულო მომსახურების მიწოდების  შესახებ.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux