• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
"მრგვალი მაგიდა" თემაზე: "დეოკუპაცია: უკრაინისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევები", რომელიც მიეზღვნა ყირიმის და სევასტოპოლის დროებითი ოკუპაციის მე-6 წლისთავს
20 თებერვალი 2020 21:32

20 თებერვალს, საქართველოში უკრაინის საელჩოს ინიციატივით და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის -  რონდელის ფონდის დახმარებით, თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე "დეოკუპაცია: უკრაინისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევები". ღონისძიებას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ა. კორინევიჩი, ი. გასპრინსკის გეოსტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი ნ. უსტაევი, კრემლის ყოფილი პოლიტპატიმარი ო. სენცოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლ. დარსალია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე  საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული საზოგადოება, საექსპერტო საზოგადოება და მედია. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დადასტურება და უზრუნველყოფა, რუსეთის აგრესიის შედეგები, ოკუპაცია, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დისკუსიის მონაწილეები ერთხმად გამოხატავდნენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მსგავსებას მეზობლების მიმართ, გმობდნენ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების უკანონო დროებით ოკუპაციას, მხარს უჭერდნენ საერთაშორისო მიდგომას აგრესორ სახელმწიფოზე პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელებისადმი, განსაკუთრებით ახალი სანქციების გახანგრძლივებასა და გამოყენებაში. ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია  ერთობლივი და ახალი მიდგომების შემუშავება რუსული აგრესიის შემდგომი გავრცელების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე რუსი ოკუპანტის პასუხისგებაში მიცემა, მათ შორის უკრაინასა და საქართველოს შორის შესაძლო ერთობლივი სარჩელების შეტანა საერთაშორისო სასამართლოებში. მნიშვნელოვანი იყო ო.სენცოვის გამოსვლა, რომელშიც მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს უკრაინას აქვს ძლიერი არმია, რომელიც მზად არის გაუწიოს ნებისმიერი აგრესიისთვის ღირსეული წინააღმდეგობა და არც ერთ სანტიმეტრს დათმობს უკრაინის მიწაზე. მრგვალი მაგიდა საერთაშორისო საზოგადოების, ქართული საექსპერტო საზოგადოების ინტერესი გამოიწვია,  უკრაინისა და საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის ახალი მიდგომების მოძიების მნიშვნელობა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მცდელობების გაერთიანების აუცილებლობა დაადასტურა. საქართველო და უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავენ მზადყოფნას, მიიღონ ერთობლივი ნაბიჯები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux