20 თებერვალს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ა. კორინევიჩი და გასპრინსკის გეოსტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი ნ. უსტაევი ეწვივნენ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისთან, სადაც გაეცნენ ქართული ტერიტორიის რუსული ოკუპაციის შედეგებს, ადამიანის უფლებების დარღვევებს და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეოას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.