• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, საერთაშორისო ყირიმის პლატფორმის მეხუთე საპარლამენტო სამიტისთვის მზადების ფარგლებში
20 ოქტომბერი 2026 17:30

ყირიმის საერთაშორისო  პლატფორმის მეხუთე საპარლამენტო სამიტისთვის მომზადების ფარგლებში, რომელიც წელს 7 დეკემბერს ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) გაიმართება, მისი დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეთ უორდი და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული დმიტრო ბერეჟნი საქართველოს პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის დროს უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დმიტრო ბერეჟნიმ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საპარლამენტო ასამბლეების ფარგლებში.

მხარეებმა განიხილეს უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებები, აღნიშნეს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და ამ პროცესში  ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ყოველწლიური საპარლამენტო ფორუმების განსაკუთრებული როლი.

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დ. ბერეჟნიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინის ამჟამინდელ საერთაშორისო დახმარების საჭიროებებზე, რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ყოველდღიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე და ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დასჯის გარდაუვალობას.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux