• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
2026 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმიტრო ბერეჟნი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა
22 ოქტომბერი 2026 17:06

გ. ზურაბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგებთან, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მრავალი მსხვერპლი გამოიწვია.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერისთვის. ცალკე აღინიშნა მზადყოფნა ურთიერთსასარგებლო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ორმხრივი ინტერესის მქონე ყველა სფეროში, ასევე კოორდინირებული მოქმედებების გაგრძელებისთვის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კერძოდ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის — სუამის (GUAM) საქმიანობის მსვლელობისას.“გ. ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა პერსპექტივებს, მათ შორის უკრაინისთვის, საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების, კერძოდ, „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში.
დ. ბერეჟნიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო უნივერსალური და რეგიონული ორგანიზაციების საქმიანობის ფარგლებში პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux