საქართველოში უკრაინის საელჩოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულ დმიტრო ბერეჟნისა და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-სა და Culture Days Tbilisi-ს დამფუძნებელსა და კრეატიულ დირექტორს, Georgian Fashion Foundation-ის ხელმძღვანელს, ახალგაზრდა დიზაინერების საერთაშორისო კონკურსის Be Next დამფუძნებელს და კრეატიული პროექტის Factory Tbilisi-ს ინიციატორს სოფია ჭყონიას შორის.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს კულტურული და საჯარო დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ, საქართველოში ერთობლივი მხატვრული, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას მიმდინარე რუსული აგრესიის შედეგებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენლების, ცნობილი მხატვრების, დიზაინერების, მუსიკოსებისა და კულტურის მოღვაწეების ჩართულობას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ინიციატივების განხორციელებაში. ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო კულტურული პლატფორმების პოტენციალის გამოყენებას უკრაინული კულტურის პოპულარიზაციისთვის, უკრაინელი მხატვრების ნამუშევრების წარმოსაჩენად და უკრაინასა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების გასაძლიერებლად.
შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები მომავალი ღონისძიებების შესაძლო ფორმატებზე, რომლებმაც შეიძლება გააერთიანოს ხელოვნება, მუსიკა და ქველმოქმედება, გახდეს უკრაინულ-ქართული კულტურული დიალოგის და უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლოდაციის პლატფორმა.
უკრაინის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის სოფია ჭყონიას დიალოგისადმი გახსნილობისთვის, უკრაინული თემებისადმი ყურადღებისთვის და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობების განხილვის მზადყოფნისთვის.