• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
29 აგვისტო – უკრაინის დამცველთა ხსოვნის დღე
30 აგვისტო 2026 17:17

29 აგვისტოს ქედს ვიხრით უკრაინის იმ დამცველთა ხსოვნის წინაშე, რომლებიც დაიღუპნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.
დაღუპული მეომრების ხსოვნის პატივსაცემად, ყვავილებით შეამკეს უკრაინის გმირის, ოლექსანდრ მაციევსკის ძეგლი. ის იყო ჩერნიჰივის ოლქის ტერიტორიული დაცვის 119-ე ცალკეული ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი.
ღირსეული ცხოვრების გავლა რთულია, თუმცა კიდევ უფრო რთულია – ღირსეულად შეეგებო სიკვდილს, როდესაც მას თვალებში უყურებ. ოლექსანდრ მაციევსკი გახდა განსაკუთრებული სიმამაცის, სიმტკიცისა და უკრაინული სულის უტეხობის განსახიერება. სოლედართან ტყვედ ჩავარდნილმა, უიარაღომ, მტერს თვალებში შეხედა და ყოველგვარი შიშის გარეშე წარმოთქვა თავისი უკანასკნელი სიტყვები: „დიდება უკრაინას!“, რის შემდეგაც იგი რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტეს. გმირობისა და სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოლექსანდრესა და ყველა იმ დამცველის ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და მომავალს.
უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გაღებული ყოველი სიცოცხლის უკან დგას ადამიანის ბედი, ოჯახი, ოცნებები და აუხდენელი მომავალი. ყოველი გმირული საქმის უკან კი – სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული და მისი ბოლო ამოსუნთქვამდე დაცვის მზადყოფნაა.
მათი გმირობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. მათ ყოველთვის ემახსოვრებათ უკრაინელთა დღევანდელი და მომავალი თაობები, რომლებიც ცხოვრობდნენ და იცხოვრებენ დამოუკიდებელ უკრაინულ მიწაზე!
საქართველოში უკრაინის საელჩოს სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით აკაკი წილოსანის თმის ტრანსპლანტაციის ინსტიტუტს იმ შესაძლებლობისთვის, რომ პატივი მიგვეგო უკრაინის გმირის, ოლექსანდრ მაციევსკის ხსოვნისთვის ინსტიტუტის ტერიტორიაზე აღმართულ მონუმენტთან.
ქედს ვიხრით დაღუპული გმირების წინაშე!
Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux