2015 წლის 30 მაისს თბილისში (რიყის პარკი) ჩატარდა საქველმოქმედო ფესტივალი «უკრაინა–საქართველო, ორი გული–ერთი სული». ფესტივალის მიზანი იყო დაღუპული მეომრების ობოლ ბავშვების და საომარი მოქმედებებიდან ლტოლვილ მრავალშვილიან ოჯახების მხარდაჭერა და დახმარება.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა:
1. კონცერტი "უკრაინული სული".
2. უკრაინული სუვერნირების, სამოსისა და აქსესუარების გამოფენა- გაყიდვა;
3. უკრაინული კერძების დაგემოვნება (მონაწილეობენ უკრაინული რესტორნები თბილისში)
4. ფოტოგამოფენა «დონბასი : ომი და მშვიდობა. უკრაინელი ქალები: ომი და მშვიდობა.» და „საქართველო, რომელიც უყვართ უკრაინელებს“ (ავტორი ლილია გრიჩულევიჩი)
5. უკრაინული ფილმის ჩვენება ("Україна запрошує")
6. კონკურსი უკრაინულ სამოსში (Український образ)
7. "უკრაინა–საქართველო ბავშვის თვალით" ნახატების კონკურსი-გამოფენა.
8. აქცია "წერილი უცნობ მეგობარს" (მსურველებს შეუძლიათ მიწერონ უკრაინელ მეომრებს, მათ ოჯახებს და ვოლონტიორებს)
9. აუქციონი
10.ფლეშმობი მშვიდობის ხიდზე ფესტივალის დასაწყისში და დასასრულს.
ორგანიზატორები - ქართული დიასპორა უკრაინაში (ქ.ოდესა,ცენტრი "ივერია") და უკრაინული საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში (ქ.თბილისი).
დიასპორის სამინისტროსა და უკრაინის საელჩოს ხელშეწყობით.



