• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
საქართველოში უკრაინის ელჩმა ჩაატარა მოლაპარაკებები კახეთის რეგიონის გუბერნატორთან და ქალაქ თელავის მერთან
22 მაისი 2015 18:33

2015 წლის 22 მაისს გაიმართა საქართველოში უკრაინის ელჩის ვასილ ციბენკოს შეხვედრები კახეთის რეგიონის გუბერნატორთან ირაკლი შიოლაშვილთან და ქალაქ თელავის მერთან პლატონ კალმახელიძესთან, რომლის დროსაც განიხილეს ქართულ–უკრაინული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები.

პირველ რიგში საუბარი იყო სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების, კახეთსა და ივანო–ფრანკოვსვის ოლქს  შორის ურთიერთობების აქტივიზაციის და დამეგობრულ ქალაქებს შორის კავშირების დამყარების შესახებ.

ლესია უკრაინკას ცხოვრებაში და შემოქმედებაში კახეთის და ქ.თელავის უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დროს ჩაატარებენ ღონისძიებათა რიგს, რომლებიც მიეძღვნება ცნობილ უკრაინელ პოეტ–ქალს.

გარდა ამისა, უკრაინის დიპმისიის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს აცნობა დონბასზე განვითარებული სიტუაციის შესახებ და ყურადღება გაამახვილა ცალკეულ საკითხებზე, რომლებიც ეხება ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონიდან ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს. 

 

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux