• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოში რუსეთის შემოჭრის წლისთავთან დაკავშირებით
07 აგვისტო 2026 13:02

18 წლის წინ რუსული ჯარები შეიჭრნენ სუვერენული ქართული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რითაც უხეშად დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ნორმები და გაეროს წესდების დებულებები.

2008 წლის შეიარაღებული აგრესია, ასობით დაღუპული და ასიათასობით ლტოლვილი, საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ე.წ. „ბორდერიზაცია“, იძულებითი პასპორტიზაცია და მკვიდრი მოსახლეობის გამოდევნა — ეს ყოველივე მოსკოვის ერთიანი იმპერიული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილებია, რომელიც მიმართულია სხვა ქვეყნებისა და ხალხების დამორჩილებისა და განადგურებისკენ.

„რუსულმა სამყარომ“ ქართულ მიწაზე სიკვდილი, ნგრევა, უუფლებობა და სიღარიბე მოიტანა — ზუსტად ისევე, როგორც ყველგან მსოფლიოში, სადაც კი ის ფეხს ადგამს. საქართველოს რეგიონები, რომლებსაც ოდესღაც წარმატებული განვითარების პერსპექტივა ჰქონდათ, რუსმა აგრესორმა და მისმა პროქსიმ დეპრესიულ ზონად აქციეს, სადაც ხდება ადამიანის უფლებები უხეში უგულუბელყოფა.

2008 წლის აგვისტო გარდამტეხი მომენტი გახდა თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრი, კონსოლიდირებული და ძლიერი რეაქციის არარსებობამ მხოლოდ გაუღვივა მადა რუს დმპყრობელს და პირდაპირი გზა გაუკაფა 2014 წელს უკრაინის ყირიმისა და დონბასის ოკუპაციისკენ, ხოლო მოგვიანებით — უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრისკენ.

რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების თანმიმდევრული, მცოცავი შთანთქმისა და ანექსიის ნათელი დასტური  2026 წლის 9 მაისს ცხინვალში კრემლსა და მის მარიონეტულ რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ “ შეთანხმება გახდა.

უკრაინა თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ქართული მიწის ოკუპაციას და ამ პოლიტიკას მანამ დავიცავთ, სანამ რუსი ოკუპანტი არ გაეთრევა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. აგრესიის დროს ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულებს არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა, ხოლო რუსი დამნაშავეები წარდგენილნი უნდა იქნენ ეროვნული და საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. ევროპაში მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიერ მიტაცებული ყველა ტერიტორიის დეოკუპაციისა და საერთაშორისო სამართლის ძალის აღდგენის პირობებში.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, როგორც აგრესორ სახელმწიფოზე, გააფართოოს სასანქციო შეზღუდვები და გააერთიანოს ძალისხმევა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მისაცემად აგრესიის დანაშაულისთვის, ხოლო რუსი დამნაშავეები — ყველა შემდგომი სიმხეცისთვის.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux