• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
2024 წლის 23 აგვისტოს უკრაინის ეროვნული დროშისა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოს ეწვივნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
23 აგვისტო 2024 16:04

2024 წლის 23 აგვისტოს უკრაინის ეროვნული დროშისა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოს ეწვივნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით მეგობრული აქტის ინიციატორი იყო მისი აღმატებულება ლატვიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ქალბატონი ედიტე მედნე.

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში მიხაილო ხარიშინმა მისალოც სიტყვაში მაღალი შეფასება მისცა იმ ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინას უწევენ მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან მადლობა გადაუხადა უცხოელ დიპლომატებს გამარჯვებისა და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის. დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად დაღუპულთა ხსოვნას და ასევე უშუალო მონაწილეები გახდნენ უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიაში.

ლატვიის ელჩმა ქალბატონმა ედიტე მედნემ, ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში ბ-ნმა პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ზურაბაშვილმა გამოხატეს უკრაინისადმი მხარდაჭერის სიტყვები , დარწმუნება ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებაში, სამართლიანი მშვიდობისა და უკრაინის ევროპული მომავლის უმოკლეს დროში აღდგენის პროცესში.

სტუმრები გაეცნენ უკრაინელი ფოტომხატვრების - ალექსანდრ რატუშნიაკის "ომი" და მაქსიმ სტარიკოვის "ბავშვთა აზრების" ნამუშევრებს, ასევე მათ საშუალება მიეცათ ეყურებინათ დოკუმენტურ ფილმებს უკრაინის შესახებ ციკლიდან "კულტურა ომის წინააღმდეგ", კარგი მოგონების სახით თან წაეღოთ უკრაინული სულისკვეთების "პატარა ნაწილი".

დამსწრეებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ლატვიის ელჩმა ქალბატონმა ედიტ მედნემ, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერისა და გამარჯვების ნიშნად პირადად მის მიერ მომზადებული მშვენიერი ლატვიური ტკბილი ღვეზელი წარადგინა და ყველა სტუმარი ერთიანობის სიმბოლურ წრეში მიიწვია. განსაკუთრებული მადლიერების ნიშნად ქალბატონმა ედიტე მედნემ უკრაინის საელჩოს თანამშრომლებისგან მიიღო უკრაინული "ერთიანობის ღვეზელი", გამომცხვარი უკრაინელი ქალბატონი-ბერეგინების მიერ, რომლებიც ამჟამად მუშაობენ საცხობში "Puris Kultura" და იძულებულნი არიან დარჩნენ საქართველოს ტერიტორიაზე ფაშისტური რუსეთის აგრესიის გამო.

საქართველოში უკრაინის საელჩომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლატვიის, გერმანიის, საბერძნეთის, შვედეთის, რუმინეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, იაპონიის, ევროკავშირისა და ნატოს ელჩებს, იტალიის, დანიის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, სომხეთის საქმეთა დროებით რწმუნებულებს, ნორვეგიის, ესტონეთის, ავსტრიის, ჩეხეთისა და აშშ-ის მისიების ხელმძღვანელების მოადგილეებს, ამ ქვეყნების სამხედრო ატაშეებს, დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს , რომელმაც ჩვენთან ერთად აღნიშნეს მნიშვნელოვანი თარიღები - სახელმწიფო დროშის დღე და უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux