29 აგვისტოს საქართველოში უკრაინის საელჩოში უკრაინის სახელმწიფო დროშის დაშვების ცერემონია გაიმართა. იმავე დღეს საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებმა უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაცია Unite Together-ის, საქართველოს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან და არაგულგრილ მოქალაქეებთან ერთად პატივი მიაგეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა ხსოვნას და თბილისში, ლისის ტბის პარკში, გმირ-მებრძოლთა ძეგლთან მზესუმზირის ყვავილების სიმბოლური კალათები განათავსეს. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინმა აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფომ დაღუპული დამცველების ხსოვნის დღე უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით ჯერ კიდევ 2019 წელს დამტკიცდა და თარიღად 29 აგვისტო დაინიშნა. 2014 წლის ამ ტრაგიკულ დღეს, რუსეთის ჯარებმა მოღალატურად დაცხრილეს უკრაინელი ჯარისკაცები ჯვარედინი ცეცხლით დანიშნულ "მწვანე დერეფანში" (მზესუმზირის მინდორში), რომლის მეშვეობითაც მათ უნდა დაეტოვებინათ ილოვაისკის მიმდებარე ტერიტორია.
მიხაილო ხარიშინმა მადლობა გადაუხადა ქართველ მოხალისეებს რუსი აგრესორების წინააღმდეგ სისხლიან ომში გაღებული მსხვერპლისთვის. „ყველას აერთიანებს ის ფაქტი, რომ მათ სიცოცხლე შესწირეს უკრაინას, უკრაინისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. საქართველოს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა კობა კობალაძემ პატივი მიაგო უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცების გმირობას უკრაინის სახელმწიფოსთვის ბრძოლაში. ერთი დღით ადრე, 28 აგვისტოს, თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში უკრაინის ყველა დაღუპული გმირი-დამცველის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. აკურთხეს თერთმეტი ხატი, რომლებსაც საელჩოს სახელით ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილე ჯარისკაცებს გადაეცემათ. კურთხევა სრულიად საქართველოს წმინდა დღესასწაულზე მოხდა, როცა მთელი ქვეყანა აღნიშნავდა „მარიამობას“ - ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს.
გარდა ამისა, 31 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქ თბილისში და ზღვისპირა ქალაქ ბათუმში (აჭარაში) მეშვიდე სრულიად უკრაინული რბოლა უკრაინის დამცველების პატივსაცემად - „მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის“ გაიმართება. რბოლა უკვე პოპულარული გახდა ადგილობრივ სპორტის მოყვარულთა შორის, რომელშიც ტრადიციულად ყველა მონაწილეობს, ვისაც სურს ამ ღონისძიებას შეუერთდეს. ასევე, შეჯამდა უკრაინის დამცველთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსის შედეგები, რომელიც დიპლომატიურმა მისიამ World Vision-თან ერთად გამართა. კონკურსის გამარჯვებულები და მისი ყველა მონაწილე დაჯილდოვდნენ პრიზებით. ბავშვების ნახატებს კი ხატებთან ერთად ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს გადასცემენ.