ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლების სახელით ყველა უკრაინელს, ვინც ცხოვრობს საქართველოს სტუმართმოყვარე მიწაზე და ყველა ქართველს, ვინც გულწრფელად უჭერს მხარს უკრაინას ამ რთულ დროს, ვულოცავ ჩვენი ხალხისთვის ორ მნიშვნელოვან თარიღს - სახელმწიფო დროშის დღეს და უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.
ამ მნიშვნელოვან დღეებში მინდა ყველას - უკრაინელებსაც და ქართველებსაც - ვუსურვო ძალა, სიმამაცე და სიკეთის უძლეველობის, უკრაინის გარდაუვალი გამარჯვების მტკიცე რწმენა.
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა და საქართველო მთელ თავიანთ მიწებს დაიბრუნებენ. გავიხსენოთ ფასი, რომელსაც უკრაინა და უკრაინელები ყოველდღიურად იხდიან ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ მადლობას ვუხდით და თავს ვიხრით ყველას წინაშე, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობის წლების მანძილზე უკრაინისთვის უძვირფასესი რამ - თავისი სიცოცხლე გაწირა .
ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია.
გილოცავთ!