• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
უკრაინის დელეგაციამ ქვეყნის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ს.გლუშჩენკოს ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო სუამის ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც გაიმართა თბილისში
04 ოქტომბერი 2013 16:48

2013 წლის 2-3 ოქტომბერს თბილისში გაიმართა სუამის ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სუამის გენერალური მდივანი ვ.ჩეჩელაშვილის, მთავრობის წრეების, სუამის წევრი ქვეყნების საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. უკრაინული მხარე იყო წარმოდგენილი დელეგაციით ქვეყნის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ს.გლუშჩენკოს ხელმძღვანელობით.

ფორუმის გახსნის დროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლ.ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ყურადღებას, რომელს უთმობს საქართველოს მთავრობა ახალგაზრდობის განვითარებას, და აგრეთვე მზადყოფნას გუამის პლატფორმის საფუძველზე გაუმჯობესონ საერთაშორისო თანამშრომლობა ახალგაზრდობის საკითხებში.   

სუამის გენერალურმა მდივანმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აცნობა მონაწილეებს ორგანიზაციის ფარგლებში ახალგაზრდულ მიმართულებაში შესრულებული სამუშაოების შესახებ, გამოავლინა შემდგომი ურთიერთქმედებების პერსპექტიული მიმართულებები და ცალკე გაამახვილა წევრი–ქვეყნების ყურადღება ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობის მნიშვნელობაზე.

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის პირველმა მოადგილემ ს.გლუშენკომ გაუზიარა მონაწილეებს ეროვნული გამოცდილება ახალგაზრდული პოლიტიკის შესრულების სფეროში, გამოთქვს სუამის წევრი–ქვეყნების თანამშრომლობის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ უკრაინა ღიაა ახალი ინიციატივებისთვის ამ მიმართულებაში.

ზოგადად, ფორუმის სამუშაო სხდომების დროს მონაწილეები გაეცნენ სამთავრობო პროგრამების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრეზენტაციებს, განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი,რომლებიც ეხება თანამედროვე ახალგაზრდობის განვითარებას, კერძოდ: დასაქმებას, ხელმისაწვდომი საცხოვრებლით უზრუნველყოფას,ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის დახმარების სფეროში თანამშრომლობას, სპორტული შეჯიბრების ჩატარებას, ახალგაზრდობის საერთაშორისო გაცვლის ორგანიზაციას, ახალგაზრდობის სფეროში სუამის პერსპექტივებს და ასე შემდეგ.

 ღონისძიების შედეგების შესაბამისად მონაწილეებმა მოამზადეს ანგარიში სუამის გენერალური მდივნისთვის, რომელიც შეიცავს წინადადებებს ორგანიზაციის წევრი–ქვეყნებს შორის ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux