საქართველოში უკრაინის საელჩოს კოლექტივი უცხადებს გულწრფელ სამძიმარს ვოლოდიმირ კროტენკოს ოჯახს მეუღლის და მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ძნელია სიტყვებით აღვწეროთ ის ტკივილი, რომელსაც თქვენ განიცდით ამ უდიდესი დანაკარგის გამო. ჩვენ ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და თანაგიგრძნობთ ამ სამწუხარო დროს.
ჩვენგან წავიდა გულწრფელი, გულისხმიერი და მეგობრული ადამიანი. მაგრამ რჩება ამ მოღვაწის სამართლიანი საქმეები საქართველოს მიწაზე და მისი ნათელი ხსოვნა.
ამ ტრაგიკულ მომენტში საელჩოს მთელი კოლექტივი უზიარებს ნათესავებს და ახლობლებს მძიმე დანაკარგის ტკივილს და თავს ხრის ღრმა მწუხარებაში.
საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლები
ვოლოდიმირ კროტენკო იყო ხელმძღვანელი ქართულ–უკრაინული ასოციაციის «მეგობრობა» (ქ.ქუთაისი),რომელიც მოქმედებს საქართველოში 1996 წლიდან.