2013 წლის 4–დან 6 ოქტომბრამდე თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში გაიმართა საზეიმო ღონისძიებები.
ქართული მხარის მოწვევით, ზეიმში მონაწილეობის მისაღებათ, უკრაინიდან ჩამოვიდა ოთხი ქალაქის დელეგაცია – ლვოვის–ქალაქის მერის ა. სადოვის ხელმძღვანელობით, ხარკოვის–ქალაქის თავჯდომარის ტ.ოვინნიკოვას ხელმძღვანელობით, კიევის–ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავჯდომარის მრჩეველის ო.მაზურჩაკის ხელმძღვანელობით და ოდესის–ქალაქის საკრებულოს აღმასრულებელი კომიტეტის საქმის მმართველის ტ.გერასიმენკოს ხელმძღვანელობით.
საქართველოში ყოფნის დროს ლვოვის და ხარკოვის დელეგაციებმა ჩაატარეს მერიაში ცალკეული შეხვედრები თბილისის მერთან.
თბილისის და ლვოვის მერებმა ა.სადოვი და გ.უგულავამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქალაქებს შორის თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულია სხვადსხვა სფეროებში ურთიერთობების გაღრმავება, რაც წარმოადგენს ორმხრივ ინტერესს.
7 ოქტომბერს უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები საქართველოში უკრაინის საელჩოში. რის შემდეგაც თავის რეზიდენციაში მათ უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა მ.სააკაშვილმა.
სამი დელეგაციის ვიზიტი დასრულდება დღეს.
ოდესის წარმომადგენლები დარჩებიან თბილისში 10 ოქტომბრამდე. მათი პროგრამით აგრეთვე გათვალისწინებულია მერიაში დამატებითი შეხვედრების ჩატარება საქართველოს შესაბამისი გამოცდილების შესწავლის მიზნით.