• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
«ეუთოში უკრაინის თავჯდომარეობის საინფორმაციო–ანალიტიკური მხარდაჭერის» პროგრამის ფარგლებში თბილისში ჩატარდა «მრგვალი მაგიდა».
27 სექტემბერი 2013 18:24

2013 წლის 27 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოში უკრაინისა და შვეიცარიის საელჩოების მხარდაჭერით «ეუთოში უკრაინის თავჯდომარეობის საინფორმაციო–ანალიტიკური მხარდაჭერის» პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მორიგი მეოთხე „მრგვალი მაგიდა» თემაზე „კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების მრავალარხიანი სამშვიდობო პროცესის გაძლიერება».

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აშშ–ს, ბალტიის, შავი ზღვის და კასპიის ქვეყნების სამთავრობო, დიპლომატიური, სამეცნიერო და პოლიტიკურ–საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა. მონაწილეების წინაშე მოხსენებით გამოვიდნენ   სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პ.ზაქარეიშვილი, ელჩის მოვალეობების შემსრულებელი–ეკონომიკურ საკითხებში უკრაინის საელჩოს მრჩეველი ე.მაცან, საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ი.პასლაუსკასი, საქართველოში ევროკავშირის მისიის თავჯდომარის მოადგილე ბ.იაროშევიჩი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კ.კარძაია, რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ო.რუსეცკი.

  საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა დეტალურად აცნობა მონაწილეებს ძირითადი მიღწევების და უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროპული ინტერგაციისკენ გზაზე განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ.

გარდა ამისა, «მრგვალი მაგიდის» წევრებმა განიხილეს კავკასიის რეგიონში კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ევროპული თანამეგობრობის ჩართულობის საკითხები, პირველ რიგში, ვილნიუსის სამიტისთვის «აღმოსავლეთ პარტნიორობის» ინიციატივის წევრი–ქვეყნების მომზადების კონტექსტში, აგრეთვე სხვადასხვა თემატიკის საკიტხები – რეგიონსი ომის მსხვერპლის თვითორგანიზაციის ხელშეწყობა და სამშვიდობო პროცესებში მათი ინტეგრაცია, ასეთი მსხვერპლის და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ახალ პირობებთან ადაპტაციის გზები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთოს ჩათვლით, ხელშეწყობით.

სხვა ქვეყნების მომხსენებლების მიერ პოზიტიურად იქნა შეფასებული უკრაინის თავჯდომარეობის ინიციატივები ეუთოს სივრცეში, კერძოდ კავკასიაში, ე.წ. «გაყინული» კონფლიქტების დარეგულირების პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux