2013 წლის 10 ოქტომბერს თბილისში, საოლქო საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავჯდომარის პ.ხლიცოვის ხელმძღვანელობით, ოდესის ოლქის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში უკრაინის საელჩოში ჩატარდა უკრაინულ–ქართული ბიზნეს–ფორუმი, რომელზეც იქნა წარმოდგენილი აღნიშნული რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და კომერციული წინადადებები.
საქართველოში უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო, თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ქართულ–უკრაინული ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება ყველა სფეროში. ამჟამინდელ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთქმედების გაღრმავებაზე და ორივე ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე, რასაც უდავოდ ხელს შეუწყობენ ოდესის დელეგაციის ვიზიტი და ქართველ პარტნიორებთან ჩატარებული შეხვედრები და მოლაპარაკებები.
საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავჯდომარის მოადგილემ პ.ხლიცოვმა, საქართველოს სავაჭრო–სამეწარმეო პალატის, საერთაშორისო სავაჭრო–სამეწარმეო პალატის, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა თავის მოხსენებენში ისაუბრეს მნიშვნელოვან პოტენციალზე და ურთიერთ დაინტერესებაზე საქართველოს და უკრაინას შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში ამ მნიშვნელოვან საქმეში ორივე ქვეყნის რეგიონების მონაწილეობით.
ღონისძიების შედეგების თანახმად, მიაღწიეს წინასწარი შეთანხმებების დადებას პროდუქციის მიწოდების კონტრაქტების შედგენაზე და საქართველოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციაში უკრაინული კომპანიების მონაწილეობაზე.