2024 წლის 3 სექტემბერს, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი შეხვდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ტარიელ გუგავას. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და განათლების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები. მიხაილო ხარიშინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელობას ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის და იმ უკრაინელი ბავშვების განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან დარჩნენ საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო .
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ტარიელ გუგავამ დაარწმუნა, რომ ქართული მხარე გააგრძელებს მაქსიმალურ ზომების მიღებას, რათა უზრუნველყოს უკრაინელი ბავშვების განათლების დონის შენარჩუნება, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ და სწავლობენ საქართველოში.