2024 წლის 21 აგვისტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოში გაიმართა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინისა და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩის დარიუს ვიტკაუსკასის შეხვედრა. მხარეებმა აღნიშნეს უკრაინასა და ლიუტუვას შორის თანამშრომლობის , ნდობისა და ურთიერთქმედების ისტორიულად მაღალი დონე, როგორც ორივე ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებებს შორის.
ლიეტუვის ელჩმა დაადასტურა ლიეტუვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსი აგრესორების წინააღმდეგ ომში. ლიეტუვის სახელმწიფო და მისი წარმომადგენლები ევროკავშირში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პლატფორმებზე მზად არიან გააგრძელონ მაქსიმალური დახმარება, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.