2013 წლის 12 მარტს, გენიალური მეცნიერის, ბუნების მცოდნის და მოაზროვნეს, გენეტიკური მინერალოგიის, ბიოგეოქიმიის, რადიოგეოლოგიის, მეცნიერმცოდნეობის, ბიოსფეროს და ნოოსფეროს შესახებ სწავლების დამფუძნებლის აკადემიკოსს ვოლოდიმირ ვერნადსკის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით – საელჩოს კულტურულ–საინფორმაციო ცენტრში ჩატარდა ღია გაკვეთილი უკრაინული ენის კურსების მსმენელებისათვის.
ვოლოდიმირ ვერნადსკი – იყო უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის (1918–1921), რადიუმის სახელმწიფო ინსტიტუტის (1922), ცოცხალი ნივთიერების ლაბორატორიის(1927, ამჟამად ვერნადსკის სახელობის გეოქიმიის და ანალიტიკური ქიმიის ინსტიტუტი), მძიმე წყლის შემსწავლელი კომისიის (1934), მეტეორიტული კომიტეტის და იზოტოპების კომისიის (1938) ორგანიზატორი და პირველი პრეზიდენტი. მინერალოგიისა და გეოგნოზიიის დოქტორი (1897), პროფესორი (1898), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1909, 1917 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის), უკრაინის მეცნიერებატა აკადემიის აკადემიკოსი (1918), სტალინის პირველის ხარისხის პრემიის ლაურეატი (1943).