2013 წლის 12 მარტს გაიმართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩს ვ.ციბენკოს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს თ.წულუკიანს შორის, რომლის დროსაც განხილულ იქნა აქტუალური საკითხების რიგი, მიმართული ორ ქვეყანას შორის იურიდულ–სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის აქტივიზაციაზე.
კერძოდ, საუბარი იყო უკრაინას და საქართველოს შორის შეთანხმების იმპლემენტაციაზე ოქმის ხელმოწერისთვის მომზადების დაჩქარებაზე , რომელიც ეხება უკრაინაში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების, და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეების მიერ მოქალაქეობის მოპოვების და შეწყვეტის, მოქალაქეობის არქონის და ორმაგი მოქალაქეობის თავიდან აცილების გამარტივებული წესის შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ ყველა აუცილებელი ზომის მიღებაზე იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილი იქნა 2013 წლის ივნისში.