2013 წლის 14 მარტს, სახალხო პოეტის, მხატვრის, სამართლიანობის და სიკეთის იდეალებისთვის, უკრაინის და მისი ხალხისთვის უკეთესი ბედისთვის მებრძოლის-ტარას შევჩენკოს დაბადებიდან 199 წლისთავს მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში უკრაინის საელჩოს კულტურულ-საინფორმაციო ცენტრში ჩატარდა მისი პოეზიის დეკლამატორტა მერვე კონკურსი.
კონკურსის მომზადებაში და ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოში უკრაინულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ლ.თათარაშვილის, მ.ბორისის,ვ.მარჯანიშვილის და თ.ჩორგოლაშვილის (ანსამბლ «ჩორნობრივცი»-ს ხელმძღვანელი) ხელმძღვანელობით.
საქართველოში უკრაინის ელჩი მიესალმა კონკურსის ორგანიზატორებს და მონაწილეებს და აღნიშნა რომ ბოლო დროის განმავლობაში კონკურსი უფრო დიდ პოპულარობას იძენს. წელს მასში მიიღეს მონაწილეობა 40-ზე მეტი მოსწავლე თბილისის № 41 , 136, 204 და სურამის № 3 სკოლებიდან, საკვირაო სკოლის (ხელმძღვანელი მ.კანკავა) და უკრაინული ენის მსმენელებმა (პედაგოგები-ლ.თათარაშვილი, ვ.მარჯანიშვილი), და აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა.
უკრაინის დიპმისის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ «დიდი კობზარი გახდა მნიშვნელოვანი ფიგურა არა მარტო უკრაინული, არამედ მსოფლიო ლიტერატურისა. ამიტომაც საუკუნეების შემდეგ პატივისცემა მის მიმართ და ინტერესი მისი შემოქმედების მიმართ უფრო იზრდება».
კონკურსის გამარჯვებულები არიან -თბილისელები ს. ასკურავა, ლ. ხეირაბადი, მ. ქართველიშვილი, ს. პატიკ, მ. ბობროვიცკა, ზ. ერმაკ, მ.ზახაროვა, ა. გაგოშვილი, დ. მანჩხაშვილი, ს. ივანიძე, ა. ასათიანი, მ. ედიშერაშვილი, თ. მამამთავრიშვილი, ლ. კასპიშვილი და ნ. გერგედავა, რომლებს გადაეცა დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები.