2012 წლის 27 დეკემბერს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელთა ასოციაციის კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა საზეიმო შეკრება უკრაინის დიპმისიის თავჯდომარის ვ. ციბენკოს და უკრაინული საზოგადოების მონაწილეობით.
ღონისძიების დროს უკრაინის ელჩმა გადასცა უკრაინის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროს, აგრეთვე საელჩოს ჯილდოები საზოგადოების აქტიურ წევრებს. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო დიპლომი გადაეცა ასოციაციის თავჯდომარეს მ.ბორისს.
ცალკეულმა თანამემამულეებმა მიიღეს საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელის მოწმობა, ბავშვებმა–საახალწლო საჩუქრები.