2012 წლის 26 დეკემბერს უკრაინას და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში დიპმისიის ხელმძღვანელმა ვ. ციბენკო თბილისის გრუშევსკის სახელობის №41 სკოლის დირექტორთან ერთად გახსნა განახლებული ბიბლიოთეკა.
თავის მიმართვაში ელჩი აღნიშნავდა, რომ ადგილობრივი სპონსორების მხარდაჭერით აღჭურვილი ბიბლიოთეკა არის უკრაინული სახელმწიფოს საახალწლო საჩუქარი ქართულ სკოლას და ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ უკრაინა ზრუნავს იმაზე, რათა ჩვენს თანამემამულეებს მიეცეს საშუალება ისწავლონ მშობლიური ენა, კულტურა და თავისი ხალხის ტრადიციები.