• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე–ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქ.სევასტოპოლში გამგზავრებასთან დაკავშირებით
27 ივლისი 2016 10:45

უცხოელი მოქალაქეების მიერ  ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქ.სევასტოპოლის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე  შესვლის წესის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს ოკუპირებულ ყირიმში შესვლის უფლება აქვთ  მხოლოდ უკრაინის კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და 2014 წლის 27 მარტის გაეროს გენერალური ასამბლეის «უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის» შესახებ რეზოლუციის გათვალისწინებით. 

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების შესვლა და ტერიტორიიდან გასვლა დაიშვება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების ნებართვით შესვლა–გასვლის საკონტროლო პუნქტებს გავლით.

უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა–გასვლის სამართლებრივი რეჟიმი იმოქმედებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინის სუვერენიტეტის სრულ აღდგენამდე.

ყირიმის დროებით ოკუპირებულ  ტერიტორიაზე გამგზავრების დროს უკრაინის კანონმდებლობის უგულებელყოფა უკრაინული მხარის მიერ განიხილება როგორც  რუსეთის–აგრესორი–სახელმწიფოს და ოკუპანტის წაქეზება, და აგრეთვე როგორც უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემლობა.

ჩვენ უკნე მერამდენედ  უცხოელი მოქალქეებისაგან ვითხოვთ უკრაინის კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების  მკაფიო დაცვას. უკრაინაში იქნება ადეკვატური რეაქცია დადგენილი წესის დარღვევის ფაქტებზე და დამრღვევი  პირები პასუხისგებაში იქნებიან მიცემული, მათ შორის უკრაინის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გამოყენების მეშვეობით, კერძოდ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის გზით.    

http://mfa.gov.ua/ua/press-center/comments/6015-statement-of-the-ministry-of-foreign-affairs-of-ukraine-regarding-visits-to-the-temporarily-occupied-territory-of-ukraine--the-autonomous-republic-of-crimea-and-the-city-of-sevastopol

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux