უკრაინა კატეგორიულად გმობს კრემლის მიერ ორგანიზებულ მორიგ პროვოკაციას და უარს ამბობს ყველა უსაფუძვლო ბრალდებაზე ჩვენი ქვეყნის მისამართით. ამ ყალბი საბაბით კრემლი შლის ჰიბრიდულ სპეცოპერაციას რათა გაამართლოს ყირიმის ოკუპაცია და თავისი აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსული შეიარაღების კონცენტრაცია ყირიმის და დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ. ეს სიტუაცია ძალიან სახიფათოა მშვიდობისა და სტაბილურობისათვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ რეგიონში. სახელმწიფო–ოკუპანტი არ შემოიფარგლება დონბასზე ყოველდღიური იერიშებით, ყირიმში ინსცენირებული პროვიკაციების მეშვეობით ცდილობს გადაიტანოს უკრაინაზე და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე პასუხისმგებლობა მის დესტრუქციულ ქმედებებზე.
უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღონ ყველა შესაძლო პოლიტიკური და დიპლომატიური ზომა რათა გავლენა მოვახდინოთ კრემლზე და თავიდან ავიცილოთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღა და კრემლის მიერ მინსკის პროცესის საბოლოო ჩაშლა.