2017 წლის 17 ივლისს დაიწყო უკრაინის პრეზიდენტის პ.პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და გზაზე აეროპორტიდან ქალაქში ფრიალებენ უკრაინის და საქართველოს სახელმწიფო დროშები. თვითმფრონავთან დგას სახელმწიფო ყარაული, დაგებულია წითელი ხალიჩა. უკრაინული სახელმწიფოს მეთაურს და ქალბატონ მ.პოროშენკოს ხვდებინ საქართველოს ვიცე პრემიერ–მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ა.ჯეჯელავა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე გ.აბაშიშვილი, სხვა მაღალი თანამდებობის პირები.