2017 წლის 17–19 ივლისს გაიმართება უკრაინის პრეზიდენტის პ.პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში.
ვიზიტის პროგრამით გათვალიწინებულია სახელმწიფო მეთაურის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გ.მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიე–მინისტრთან გ.კვირიკაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.
იგეგმება რიგი ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.
ორივე სახელმწიფოების მეტაურები გახსნიან ქ.თბილისში ბიზნეს–ფორუმის მუშაობას.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი აგრეთვე ეწვევა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სადაც შეხვდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს.
დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის და საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი მონაწილეობა ქ.ბათუმში საინვესტიციო მრგვალი მაგიდის მუშაობაში.