• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
საქართველოში გაიხსნა უკრაინელი მხატვრის ოლგა პეტროვას გამოფენა «თბილისი – ჩემი სიყვარულია»
13 ივნისი 2015 10:27

2015 წლის 12 ივნისს საქართველოს შალვა ამირანაშვილის ეროვნული  მუზეუმის ხელოვნების მუზეუმში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოში უკრაინის ელჩმა ვსილ ციბენკომ გახსნეს  უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ ოლგა პეტროვას ნამუშევრების გამოფენა «თბილისი – ჩემი სიყვარულია», რომელიც მოიცავს 15 ოსტატურად შესრულებულ ტილოს.

თავის მიმართვაში უკრაინის ელჩმა სხვათა შორის, აღნიშნა, რომ გამოფენა თავის მუშაობას იწყებს საქართველოში კიევიდან საქართველოს კულტურის მინისტრის დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი ვიზიტით იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტის შედეგების შესაბამისად ხელი მოეწერა კულტურის სფეროში ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის პროგრამას. ეს არის იმის დასტური, რომ არსებული პრობლემების, უკრაინაში ომის მიუხედავად, კულტურათაშორისო კავშირები ჩვენს სახელმწიფოებს შორის წარმატებულად ვითარდება და ივსება ახალი საინტერესო შინაარსით. ასე იყო წარსულში, არის ახლა და იქნება მომავალშიც.  და ამის საწინდარია–ორი მოძმე ერის სწრაფვა იცხოვროს მშვიდობაში და მეგობრობაში.

უკრაინასა და საქართველოს შორის კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში თავისი წვლილის შეტანის და ორი ქვეყნის ხალხს შორის მეგობრობის გაძლიერების მიზნით, გამოფენის დამთავრების შემდეგ ო.პეტროვამ აჩუქა ნამუშევრები  მუზეუმს.

         ყველა მსურველს ექნება საშუალება გაეცნოს გამოფენას ა.წ. 28 ივნისამდე.

 

ცნობისათვის: ოლგა პეტროვა–მხატვარი, ხელოვნების ისტორიკოსი, ფილოსოფიის დოქტორი. უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის ხელოვნების ეროვნული აკადემიის თანამედროვე ხელოვნების პრობლემების ინსტიტუტის პროფესორი,1976 წლიდან უკრაინის  ეროვნული მხატვართა კავშირის წევრი.

მისი ნამუშევრები ინახება ჩერნოვცის, ჩერნიგოვის, ხმელნიცკის მუზეუმების კოლექციებში, ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში (ლვოვი),ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში (კიევი), საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გალერეა «სიტრაკუტ» (კალკუტა), გალერეა–მუზეუმში «იად ვაშემ» (იერუსალიმი),ბრითანეთის მუზეუმში (ლონდონი), და აგრეთვე უკრაინის, რუსეთის, ინგლისის, ჰოლანდიის, იაპონიის, კალკუტას, კანადის და უნგრეთის კერძო კოლექციებში.

 

 

 

 

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux