2015 წლის 20 თებერვალს გაიმართა შეხვედრა უკრაინის ელჩს ვასილ ციბენკოსა და ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შორის, რომლის დროსაც განხილულ იქნა საკითხთა რიგი, დაკავშირებული ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივასთან.
თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ ამჟამად უკრაინას და საქართველოს შორის სამუზეუმო საქმეში ურთიერთქმედება საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება და მომავალში ითვალისწინებს საინტერესო ერთობლივი პროექტების განხორციელებას როგორც თბილისში, ასევე კიევში.
კერძოდ საუბარი იყო გაზაფხულზე საქართველოს დედაქალაქში ცნობილი უკრაინელი მხატვრის ო.პეტროვას სურათების გამოფენის «თბილისი–ჩემი სიყვარულია» ჩატარების შესახებ, ავტორის გადაწყვეტილებით სურათები მუზეუმისთვის იქნება გადაცემული.
ზემოაღნიშნული ღონისძიების თარიღის შესახებ დამატებით იქნება გამოცხადებული.