2015 წლის 16 თებერვალს, ქართული მხარის თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა უკრაინის ელჩს ვასილ ციბენკოსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების დეპატრამენტის დირექტორს ნ.ბარათაშვილს შორის.
მხარეებმა განიხილეს ქართულ-უკრაინული თანამშრომლობის აქტუალური პრობლემატიკა და ხაზი გაუსვეს ორმხრივ დაინტერესებას იმაში, რომ ის შემდგომშიც დინამიურად განვითარდეს პარტნიორობის და კონსტრუქტივიზმის სულისკვეთებით.
რესპონდენტების ყურადღების ცენტრში ასევე მოიქცა საკითხები, დაკავშირებული მ.სააკაშვილის დანიშვნასთან უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლად, რაც საქართველოში არაერთმნიშვნელოვნად იყო აღქმული და ამისათვის, ნ.ბარათაშვილის თქმით, არის საკმაოდ კონკრეტული საფუძვლები.
უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ "უკრაინა - დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ. ბოლოს და ბოლოს ეს ეხედა ჩვენი ქვეყნის მხოლოდ შიდა საქმეებს. მ.სააკაშვილის შტატგარეშე მრჩევლად დანიშვნით უკრაინის პრეზიდენტმა პ.პოროშენკომ გაითვალისწინა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ეროვნული ინტერესები და უდიდესი პრაქტიკული და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული მისი გამოცდილება ფართომაშტაბიანი რეფორმების ჩატარებაში, ჯარის მოდერნიზაციაში, უცხოური ინვესტიციების და დონორთა დახმარების მოზიდვაში, და აგრეთვე ახალ საცხოვრებელ ადგილზე ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის მოწყობაში. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია,რომ მისი გადაწყვეტილება არ არის მიმართული საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ის არ გახდება დაბრკოლება ქართულ–უკრაინული ურთიერთობების ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარების გზაზე. ამასთანავე გათვალისწინებული იყო, რომ ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული, მიხეილ სააკაშვილის მიმართ,ისევე როგორც სხვა ადამიანებზე უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდება: ის თავისუფლად გადაადგილდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ესწრება საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების სხდომებს».
ვ.ციბენკომ აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ «"უკრაინული მხარე ყურადღებით განიხილავს ქართული მხარის მიმართვას და კიდევ ერთხელ გამოხატა რწმენა, რომ ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის კვლავაც ნაყოფიერად და ყოველმხრივად განვითარდება, რადგან ეს სჭირდება არა მხოლოდ ორი ქვეყნის მთავრობას, არამედ ჩვენს ხალხს, რისი უგულებელყოფა შეუძლებელია".
საუბრის დროს ქართულ მხარეს ასევე დაუდასტურეს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მოსაწვევი, მიძღვნილი ღირსების რევოლუციის მონაწილეთა გმირობის პატივსაცემად და ზეციური ასეულის ხსოვნის უკვდავყოფას,რომლებიც გაიმართება 2015 წლის 21–22 თებერვალს კიევში.