2015 წლის 24 იანვარს ქალაქ მარიუპოლში ტერორისტების მიერ დასახლებული რაიონების მასიური აფეთქებების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან დაკაშირებით და დაღუპულთა საპატივსაცემად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 25 იანვარი გამოაცხადა უკრაინაში გლოვის დღედ.
ამ დღეს საქართველოში უკრაინის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება, რომელშიც 11–დან 17 საათამდე ყველა მსურველს ექნება საშუალება გამოხატოს პირადი სამძიმარი.