2014 წლის 24-დან 26 ოქტომბრამდე უკრაინელი ხალხის თავისუფლებისათვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მხარდასაჭერად თბილისში გაიმართება კლასიკური მუსიკის ფესტივალი "უკრაინის დღეები" , საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის და ცნობილი ქართველი და უკრაინელი მუსიკოსების მონაწილეობით .
ორკესტრს დირიჟორობას გაუწევს ნიკოლოზ რაჭველი და ილია ინაიშვილი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სიმფონია № 5–ს პრემიერა "ომის შესახებ", რომელიც დაწერილია უკრაინელი კომპოზიტორის ვალერი ანტონიუკის მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის. გარდა ამისა კონცერტის დროს პირველად გაიჟღერებს ქართველი კომპოზიტორის ლევან ბაშარულის ნაშრომი "ომის შემდეგ" უკრაინელი და ქართველი ოსტატების შესრულებით.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი საქართველოში უკრაინის საელჩოს ხელშეწყობით.