• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
საქართველოში უკრაინის საელჩოში ჩატარდა უკრაინულ–ქართული ბიზნეს–ფორუმი
17 ოქტომბერი 2013 11:57

დღეს, 2013 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში,  საოლქო სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ს.პერშინის ხელმძღვანელობით, ჩერკასის ოლქის დელეგაციის ვიზიტის  ფარგლებში, საქართველოში უკრაინის საელჩოში ჩატარდა უკრაინულ–ქართული ბიზნეს–ფორუმი, რომელზეც იქნა წარმოდგენილი აღნიშნული რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და კომერციული წინადადებები.

საქართველოში უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო, თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელს უთმობენ უკრაინას და საქართველოს რეგიონებს შორის სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთქმედებას და თანამშრომლობის გაფართოებას. მან გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში ჩერკასის ოლქის დელეგაციის მიერ ჩატარებული შეხვედრები და მოლაპარაკებები ამ პროცესებს  შეუწყობენ ხელს.

ჩერკასის სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ს.პერშინმა დეტალურად აცნობა მონაწილეებს ჩერკასის ოლქის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ.

 ამის შემდეგ ჩატარდა ორმხრივი თემატური შეხვედრები ორივე ქვეყნის მეწარმეებს შორის, რომლების დროსაც განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც წარმოადგენს ერთობლივ ინტერესს.

ხვალ უკრაინული დელეგაციის წევრები ჩაატარებენ მოლაპარაკებებს საქართველოს რკინიგზის და უკრაინულ–ქართული საქმიანი კლუბის წარმომადგენლებთან. სს «ჩერკასი–სტანდარტმეტროლოგიის» დირექტორს ა.მიროშნიჩენკოსა და საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დირექტორს პ.შევარნაძეს შორის შეხვედრის დროს  იგეგმება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა.

ვიზიტი გაგრძელდება 20 ოქტომბრამდე.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux