2013 წლის 2 აპრილს გაიმართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის და უკრაინაში საქართველოს ელჩებს ვ.ციბენკოს და მ.უკლებას და ქართულ–უკრაინული კლუბის თანათავჯდომარეს ვ.ყიფიანს შორის, რომლის დროსაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის და ამ მნიშვნელოვან საქმეში არასამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობის აქტუალური საკითხები.
პირველ რიგში საუბარი იყო ღონისძიებებზე, რომლებიც შესაძლო იქნეს ჩატარებული უკრაინას და საქართველოს რეგიონებს და ბიზნეს–სტრუქტურებს შორის ურთიერთმოქმედების აქტივიზაციის მიზნით. ამასთან დაკავშირებით მონაწილეებმა ისაუბრეს ერთობლივი მთავრობათაშორისო კომისიის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, მერვე სხდომის ჩატარების მნიშვნელობაზე, რომელიც ახლო მომავალში გაიმართება თბილისში.
ვ.ყიფიანმა აგრეთვე შესთავაზა თანამშრომლობის თანამედროვე სამოქმედო მექანიზმების მოძებნის მიზნით ერთობლივი ბიზნეს–ფორუმების ჩატარების პრაქტიკის გაფართოება.
მხარეებმა შეთანხმდნენ რეგულარულად ჩაატარონ შეხვედრები და გაცვალონ საჭირო ინფორმაცია.