2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში უკრაინის ელჩი ი. დოლგოვი შეხვდა პოლიტიკური გაერთიანება "სტრატეგია აღმაშენებლის " ლიდერს გ. ვაშაძეს, შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოში არსებული საარჩევნო ვითარება, პროგრამის მიზნები და გაერთიანების სააგიტაციო კამპანიის მიმდინარეობა. ხაზი გაესვა საქართველოში 2020 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების მშვიდ, ღია და კონკურენტულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.