2020 წლის 26 სექტემბერს, ენათა ევროპული დღის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში, ქართულ-უკრაინული კულტურული და საგანმანათლებლო კავშირი "ერთობა" უკრაინის საპატიო კონსულთან ბათუმში რ. ნაკაშიძესთან ერთად ოფიციალურად გახსნა გამოჩენილი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას რესტავრირებული მემორიალური დაფა კ. გამსახურდიას ქუჩის №2-ში, სადაც პოეტი 1905, 1907, 1908, 1908, 1911, 1912 წლებში ცხოვრობდა.
საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ მადლობას უხდის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისათვის ლ.უკრაინკას დაფის გადატანასა და რესტავრაციაში.