17 ივნისს საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში საკონსტიტუციო ცვლილებების, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების განვითარების საკითხები და უკრაინასა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების ასპექტები.