2020 წლის 8 მაისს, ხსოვნისა და შერიგების დღის, მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღისა და ნაცისტების უკრაინიდან გაძევების 75 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და საქართველოში უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშე ოლექსანდრ ჰურაკი თბილისში ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის მემორიალი. ცერემონიის ბოლოს ელჩმა იგორ დოლგოვმა ინტერვიუ მისცა ქართულ ტელეარხს Formula News.