2020 წლის 25 აგვისტოს საქართველოში უკრაინის ელჩი ი. დოლგოვი შეხვდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თ. ახვლედიანს, რომლის დროსაც განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ორი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მათი დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის საკითხები, ასევე დროებით გადაადგილებული პირების დაბრუნება მუდმივი საცხოვრებელ ადგილებზე. მათ ასევე განიხილეს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მძიმე ვითარება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უამრავი დარღვევა უკრაინასა და საქართველოში, სახელმწიფოთა ერთობლივი ძალისხმევა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით რუსეთ-უკრაინისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თ. ახვლედიანსა და უკრაინის ვიცე პრემიერ მინისტრს - დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ო.რეზნიკოვს შორის.