რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის დროებითი ოკუპაციის მე-6 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოში ვიზიტის დროს, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ანტონ კორინევიჩი და გასპრინსკის გეოსტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი ნარიმან უსტაევი შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის პირველ მოადგილეს გ,ვოლსკის. გ. ვოლსკიმ ისაუბრა საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებისკენ მიმართული ზომების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ფორმატში მოლაპარაკებების მექანიზმის ეფექტურობის შესახებ. უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.