• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
კრემლის ყოფილი პოლიტპატიმრის ო. სენცოვის შეხვედრა უკრაინის უმაღლეს რადასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან და წარმომადგენლებთან
21 თებერვალი 2020 14:25

21 თებერვალს, ყოფილი  პოლიტპატიმარი ოლეგ სენცოვი საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვდა უკრაინის უმაღლეს რადასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს და წარმომადგენლებს.  უკრაინის უმაღლეს რადასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ გ. მოსიძემ აღნიშნა ო.სენცოვის გმირობა, სიმტკიცე და აღნიშნა, რომ ის უკრაინისა და საქართველოსთვის არის მაგალითი რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავის მხრივ, ო.სენცოვმა ინფორმაცია მიაწოდა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, მოუწოდა აგრესიული სახელმწიფოს ერთობლივი წინააღმდეგობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და საქართველო უეჭველად დააბრუნებენ თავიანთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. მან მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს, რომელიც მონაწილეობდა მისი და კრემლის სხვა პატიმრების გათავისუფლებაში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინასა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას  დროებით ოკუპირებული უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ორი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთობლივი განხორციელების და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებში, ასევე მეცნიერებაში,  განათლებაში, კულტურასა და სპორტში.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux