14 თებერვალს უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში უკრაინის საელჩოში შეხვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (დევნილობაში) იუსტიციის მინისტრს დავით ფაცაციას. მინისტრმა დ. ფაცაციამ მადლობა გადაუხადა უკრაინულ მხარეს 1991-1993 წლებში აფხაზეთში მომხდარი მოვლენების დროს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისა და უკრაინის მისიის მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაში, ასევე გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (დევნილობაში) გეგმები საერთაშორისო საზოგადოებასთან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის პრობლემატიკის გაშუქებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინა-საქართველოს ერთობლივი ძალისხმევების საკითხებზე, მათ შორის საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტების მეშვეობით, აგრესორი ქვეყნის პასუხისგებაში მიცემა ყირიმისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. მხარეებმა ასევე განიხილეს პერსპექტიული პროექტები ჰუმანიტარულ სფეროში, მათ შორის უკრაინულ-ქართული პროექტ "ბავშვებს მშვიდობა სურთ" ფარგლებში რუსული აგრესიისა და უკრაინის და საქართველოს ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ბავშვების ვიზიტების ორმხრივი გაცვლის გაფართოება.