• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
უკრაინა წარმოდგენილი იქნება საშობაო საქველმოქმედო ბაზრობაზე
03 დეკემბერი 2012 14:52

წელს უკრაინის საელჩო  მესამედ მიიღებს მონაწილეობას საშობაო საქველმოქმედო ბაზრობის მუშაობაში Christmas EXPO-2012, რომელსაც ტრადიციულად ატარებს თბილისის საერთაშორისო ქალთა ორგანიზაცია საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ერთად.

მსურველებს საშუალება ექნებათ შეიძინონ უკრაინული კვების პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, მათ შორის ტკბილეული,და აგრეთვე მიირთვან ვარენიკები.

ღონისძიება გაიმართება კომპანიების  «Kraft Foods» საქართველოში, შპს «მეგაკო»,  შპს «გაგრა პლიუსი», შპს «Euro Food», შპს «ალფა», შპს მზიური, შპს «Lieder distribution», შპს «ფურშეტ საქართველო», და აგრეთვე რესტორან Хуторок City (ქ.თბილისი) მხარდაჭერით.

უკრაინულ მაგიდასთან ყველას შეუძლია აირჩიოს საჩუქარი საკუთარი ოჯახისათვის: უკრაინული ხელსახოცები, ნაქარგები,პეტრიკოვის ფერწერა და სხვა ნაციონალური სუვენირები.

გეპატიჟებით ყველას ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად ეწვიოთ საშობაო საქველმოქმედო ბაზრობას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 8 დეკემბერს სასტუმრო «Sheraton Metekhi Palace» (ავლაბარი, თელავის ქუჩა 20) 10.00–დან 17.00 საათამდე.

უკრაინული კუთხე განლაგებული იქნება მეორე და მეოთხე დარბაზებში (ეროვნული სამზარეულო) შესასვლელიდან მარცხნივ.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux